Accentnews.ge
რუსეთმა ჩინეთის მიერ დაქირავებული ტერმინალი დაბომბა – კიევი

რუსეთმა ჩინეთის მიერ დაქირავებული ტერმინალი დაბომბა – კიევი

03/11/2022 18:48:13 ევროპა

რუსეთმა ნიკოლაევის საზღვაო პორტში ჩინური კორპორაციის მიერ დაქირავებულ ტერმინალზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

მისი თქმით, განადგურდა 26 მილიონი დოლარის ღირებულების 17 000 ტონა მზესუმზირის ზეთი. კიდევ ერთი ჩინური ტერმინალი საფრთხის ქვეშაა.

„ჩვენ მუდმივად ვამახვილებთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას რუსეთის მიერ უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო ტერმინალების მიზანმიმართულ განადგურებაზე, როგორც კრემლის სტრატეგიის ნაწილის, შეარყიოს გლობალური სასურსათო უსაფრთხოება. მიკოლაივის პორტის ჩინური ტერმინალის დაბომბვა კიდევ ერთხელ ადასტურებს პეკინის ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად“, - წერს ის.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ჩინურ მხარეს, მოსთხოვოს მოსკოვს, შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა სხვა საკითხებთან ერთად, დაიცვას ჩინური საწარმოების საკუთრება.

როგორც მედია აღნიშნავს, საუბარია 16-17 ოქტომბრის ღამის დაბომბვაზე. ორი დრონის თავდასხმის შედეგად რუსმა ჯარებმა ნიკოლაევში ორი რეზერვუარი დააზიანეს. გაჩნდა ხანძარიც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს, თუმცა ზეთი ქალაქის კანალიზაციაში ჩაედინებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S