
ბელარუსში ქალს პატიმრობა მიუსაჯეს ფრაზისთვის, „ლუკაშენკო თხაა“
03/11/2022 18:58:44 ევროპა
ბელარუსში მოლოდეჩნოს სასამართლომ ქვეყნის ავტორიტარ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეურაცხყოფის საქმეზე ლუდმილა სამაკს, კრუპსკის რაიონის მკვიდრეს, ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა,– იუწყება "იასნა".
როგორც უფლებადამცველები წერენ, სამაკი დაავადებულია ტუბერკულოზით, ქრონიკული ალკოჰოლიზმით და რამდენჯერმეა ნასამართლევი. იგი 2021 წლის 19 სექტემბერს დააკავეს ინფექციური საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე: ქალი რკინიგზის სადგურზე, სკამზე იჯდა და ალკოჰოლს სვამდა. მას პოლიციის თანამშრომლები მიუახლოვდნენ, რა დროსაც ქალმა დაიწყო ყვირილი: „ლუკაშენკო თხაა, უხდის თავის პოლიციელებს, რომლებიც არაფერს აკეთებენ“. ვითარება პოლიციის თანამშრომლების ვიდეო ჩამწერი მოწყობილობების დახმარებით იქნა დაფიქსირებული.
პროკურატურა დაკავებულისთვის 2–წლიან პატიმრობას ითხოვდა.