Accentnews.ge
გენერალი ზალუჟნი: "მოწინააღმდეგემ სამჯერ გაზარდა საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა"

გენერალი ზალუჟნი: "მოწინააღმდეგემ სამჯერ გაზარდა საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა"

04/11/2022 06:18:42 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ფრონტზე არსებული სიტუაცია განიხილა ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალთან, ევროპაში აშშ-ის ძალების მეთაურთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან.

სატელეფონო საუბრის შემდეგ, გენერალმა ზალუჟნიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ ფრონტზე სიტუაცია დაძაბულია, მაგრამ აკონტროლებენ. ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე მოწინააღმდეგემ სამჯერ, დღეში 80-მდე გაზარდა საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა, თუმცა, უკრაინელი მეომრების ვაჟკაცობის და ოსტატობის წყალობით, თავდაცვა გრძელდება.

გენერალ ზალუჟნის ინფორმაციით, მან და გენერალმა კავოლიმ განიხილეს რუსეთის სარაკეტო დარტყმების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების პრობლემა. ვალერი ზალუჟნის განცხადებით, პარტნიორებს ესმით უკრაინისთვის რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადაცემის აუცილებლობა და ამისთვის მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავენ.

რუსეთის ჯარებმა შეტევა გაააქტიურეს დონბასში, რამდენიმე მიმართულებით, რასაც წინ უძღოდა მობილიზებულების ფრონტზე გაგზავნაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S