Accentnews.ge
გვრიტიშვილი: "არ მგონია, რომ ჩვენი არჩევა რეალურ პრობლემას უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას"

გვრიტიშვილი: "არ მგონია, რომ ჩვენი არჩევა რეალურ პრობლემას უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას"

04/11/2022 10:28:06 სამართალი

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები "სასამართლო კლანის" ერთ-ერთ წევრად მოიაზრებენ, ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი და მოსამართლე ლევან მურუსიძის დაბრუნება, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს არ უშლის.

"არაფორმალური გავლენის ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს... მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც იქ ვართ წარმოდგენილი, 9 მოსამართლეა საბჭოში, თუ ვინმე ამ ჯგუფს აღიქვამს გავლენის ჯგუფად... არასერიოზული მგონია ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე ორი მოსამართლე წევრის არჩევა 15-წევრიან საბჭოში, თუნდაც ეს იყოს ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი, რეალურ პრობლემას უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას..." - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები , კვლავ გახდნენ. უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე 2013-2017 წლებში იკავებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს. დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2017-2021 წლებში იყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ნაწილი მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელახლა დანიშვნას აკრიტიკებს. კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შემავალმა ორგანიზაციებმა განცხადებაც გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ "ეს გადაწყვეტილებები აძლიერებს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და ხელს უშლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადის პასუხად გაცემული ევროკომისიის რეკომენდაციებით".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S