Accentnews.ge
რეზნიკოვმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორი მთავარი გამოწვევა დაასახელა

რეზნიკოვმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორი მთავარი გამოწვევა დაასახელა

04/11/2022 13:43:26 ევროპა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორი მთავარი გამოწვევა დაასახელა.

„ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ორი ძირითადი გამოწვევაა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ამ რთული სისტემების შეკეთება და მოვლა. მეორე არის ახალი ტექნოლოგიების სისტემის შემუშავება ბრძოლის ველზე, როგორიცაა დრონები. უფრო მეტიც, დრონები არის არა მხოლოდ ის, რაც ჰაერშია, არამედ ის, რაც წყალშია და მიწაზე. ამიტომ, დღეს ჩვენ ვავითარებთ უპილოტო საფრენი აპარატების სისტემას, ასევე მტრული დრონების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებს. ეს მწარმოებლებისთვის სერიოზული გამოწვევაა“, - განაცხადა მან 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, სხვადასხვა ტიპის იარაღის - საარტილერიო სისტემების, ჯავშანტექნიკის, ნაღმტყორცნებისა, ცეცხლსასროლის შეკეთების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად მზადდება სამდონიანი აღდგენის სისტემა.

„დღეს ვამზადებთ სამსაფეხურიანი განახლებისა და შეკეთების სისტემას. პირველ რიგში, მარტივი შეკეთება უნდა მოხდეს სამხედრო ნაწილებში, ქვედანაყოფებში ბრძოლის ველზე და ამისთვის ისინი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ საჭირო სათადარიგო ნაწილებით, აღჭურვილობით და ტექნიკური დოკუმენტაციით. მეორე დონე - საშუალო სირთულის რემონტი უკრაინულ საწარმოებში. მესამე – რთული რემონტი უკრაინის ფარგლებს გარეთ, ჩვენი პარტნიორების საწარმოებში. მაგალითად, ჩეხეთში, პოლონეთში“, - განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S