Accentnews.ge
მთიანი ყარაბაღის მთავრობის ხელმძღვანელად რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქე დაინიშნა

მთიანი ყარაბაღის მთავრობის ხელმძღვანელად რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქე დაინიშნა

04/11/2022 14:43:44 კავკასია

ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს მოქალაქედ ითვლება, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მთავრობის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ამის შესახებ ყარაბაღის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. მასში ასევე ნათქვამია, რომ ვარდანიანის წინამორბედი - ართაქ ბეგლარიანი თანამდებობისგან გათავისუფლებულია.

ყარაბაღის ლიდერმა არაიკ არუთუნიანმა 54 წლის რუბენ ვარდანიანს პრემიერის თანამდებობა ოქტომბრის დასაწყისში შესთავაზა. მაშინ ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ დასთანხმდებოდა, თუკი მისი მიდგომები და გადაწყვეტილებები ფართო მხარდაჭერას ჰპოვებდა.

სექტემბრის დასაწყისში კი ვარდანიანმა გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვას და ყარაბაღში დასახლდეს.

მანამდე ბიზნესმენი, რომელსაც სომხეთის მოქალაქეობაც გააჩნია, მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად სრულიად სომხური ფრონტის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S