Accentnews.ge
კადიროვის სიძე ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა

კადიროვის სიძე ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა

04/11/2022 15:13:07 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვის სიძე – რესპუბლკის შს მინისტრის ვაჟი ადამ ალხანოვი მთავრობის ვიცე-პრემიერად დაინიშნა, - იუწყება ადგილობრივი სააგენტო "Грозный-Информ".

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ალხანოვმა სკოლა 2010 წელს დაასრულა და იმავე წელს ჩაირიცხა არაბთა გაერთიანებული საემიროების ამერიკულ უნივერსიტეტში, 2013 წელს საბუთები დუბაის ავსტრალიურ უნივერსიტეტში გადაიტანა, მაგრამ საბოლოო ჯამში ხუთ წელიწადში გროზნოს პოლიტექნიკური კოლეჯი დაასრულა იურისტის დიპლომით.

პრაქტიკულად მაშინვე ალხანოვი სამედიცინო დაზღვევის ფონდის ხელძღვანელის მოადგილედ დაინიშნა და დღემდე სწორედ იქ მუშაობდა.

ადამ ალხანოვი რამზან კადიროვის მეორე ქალიშვილის ქმარი გახლავთ. თავად ქალიშვილი – ჰადიჟატი კი გროზნოს სკოლამდელი განათლების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

ადამ ალხანოვის მამა ჩეჩნეთის მოქმედი შს მინისტრი რუსლან ალხანოვია, რომელიც უწყებას უკვე 18 წელია, უდგას სათავეში. იგი კადიროვის თანასოფლელია.მედიის ინფორმაციით, მინიმუმ, 2020 წლადე ადამ ალხანოვი ფლობდა აპარტამენტებს დუბაის ხელოვნურ კუნძულ პალმა ჯუმეირაზე, ასევე ბინებს მოსკოვის ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში.Кавказ.Реалии იუწყებოდა რამზან კადიროვის 52 ნათესავის შესახებ, რომლებიც რესპუბლიკაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S