
ახალციხეში მანქანა მტკვარში გადავარდა
04/11/2022 19:06:36 სამართალი
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიასთან ავტომანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა და მან დროულად შეძლო ავტომობილიდან გადმოსვლა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.