Accentnews.ge
პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ქართველებს აგინებდა

პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ქართველებს აგინებდა

06/11/2022 17:08:01 სამართალი

პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ქართველებს შეურაცხყოფდა. შემთხვევა 5 ნოემბერს მოხდა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კაცი მარჯანიშვილის ქუჩაზე დგას და განუწყვეტლივ იმეორებს შეურაცხმყოფელ სიტყვებს ქართველების მისამართით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S