Accentnews.ge
ევროპარლამენტარი – საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ირანის ელჩის შეხვედრის შესახებ: "ახალი თანამშრომლობა აჩვენებს იმ მცდარ გზას, რომელიც თბილისმა აირჩია"

ევროპარლამენტარი – საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ირანის ელჩის შეხვედრის შესახებ: "ახალი თანამშრომლობა აჩვენებს იმ მცდარ გზას, რომელიც თბილისმა აირჩია"

07/11/2022 09:22:40 პოლიტიკა, თავდაცვა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩის შეხვედრას, რომელზეც თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო რეგიონის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.

კრამონის თქმით, ეს შეხვედრა აჩვენებს "იმ მცდარ გზას, რომელიც საქართველომ აირჩია და პოლიტიკურ იზოლაციას, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას".

"სერიოზულად? "რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები" ირანის რეჟიმთან, რომელიც ამჟამად ახშობს ყველას ყველაზე სასტიკი გზით? ეს ახალი თანამშრომლობა აჩვენებს იმ მცდარ გზას, რომელიც საქართველომ, სამწუხაროდ აირჩია და საქართველოს პოლიტიკურ იზოლაციას, რომლის წინაშეც ის უკვე დგას", - წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: შეხვედრა თავდაცვის მინისტრსა და ირანის ელჩთან 4 ნოემბერს გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მხარეებმა, ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S