Accentnews.ge
მედია – ამერიკელი ექსპერტები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნაში  სავარაუდოდ, დემენციაზე საუბრობენ

მედია – ამერიკელი ექსპერტები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნაში  სავარაუდოდ, დემენციაზე საუბრობენ

07/11/2022 09:30:51 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო დასკვნა უკვე მზადაა. ამერიკელმა ექსპერტებმა იგი მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებს უკვე გადაუგზავნეს.

დოკუმენტის თანახმად, არ დასტურდება ის დიაგნოზი, რომელზეც ექიმები თავდაპირველად საუბრობდნენ, საუბარია ვერნიკეს ენცეფალოპათიაზე. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ექსპერტები დასკვნაში სავარაუდოდ, დემენციაზე საუბრობენ, – იუწყება "მთავრი არხი".

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, თუ რა გახდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი - ამასთან დაკავშირებით საქმეში ამერიკელი ექსპერტი დისტანციურად ჩაერთვება.

"უცხოელმა სპეციალისტებმა თავიანთი დასკვნები გამოაგზავნეს, დადგინდა საკმაოდ რთული დიაგნოზები თავის ტვინთან დაკავშირებული. ახალგაზრდა ადამიანია, დაპატიმრებამდე მას ეს დაავადებები არ სჭირდა, რამ გამოიწვია, რა არის ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზი, ამასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ მოძიებული იქნა ახალი ექსპერტი, სპეციალისტი აშშ-ში, რომელსაც გადაეცა ეს მასალები, რათა დადგინდეს, რატომ მივიდა სააკაშვილის მდგომარეობა ასეთ უკიდურეს სიტუაციამდე", – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძე.

გარდა ამისა, საქართველოში ხვალ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა ჩამოვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დამატებით კვლევებს ჩაუტარებს. რაც შეეხება დასკვნას, ის სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში, მას შემდეგ გამოქვეყნდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S