Accentnews.ge
სომხეთმა საქართველოდან რუსეთისკენ საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გაჭიანურების მიზეზი დაასახელა

სომხეთმა საქართველოდან რუსეთისკენ საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გაჭიანურების მიზეზი დაასახელა

07/11/2022 10:59:11 კავკასია

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაან ქერობიანმა საქართველოდან რუსეთისკენ საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გაჭიანურების მიზეზი დაასახელა. მისი თქმით, ფოთის პორტის ოპერატორ კომპანიას, რომელიც "მკაცრად იცავს ევროპულ და ამერიკულ სანქციებს, ამ დრომდე არ გაუცია პასუხი კითხვაზე, რა დროში მიიღებს ამა თუ იმ ტვირთის გატარება-არგატარების გადაწყვეტილებას".

"ჩვენ გვსურს, ეს კავშირი იმდენად სტაბილური და პროგნოზირებადი იყოს, რომ სახელმწიფო ბიუჯეიდან დახარჯული სახსრები ეკონომიკურ შედეგს იძლეოდეს. როგორც აღმოჩნდა, პრობლემა უფრო რთულია, ვიდრე თავიდან წარმოგვედგინა. ყველა ღონეს ვიხმართ საკითხის გადასაწყვეტად, რადგან ეს ძალზე მნიშვნელოვანი რგოლია სომხეთსა და ევრაზიულ კონტინენტს შორის. ვიმედოვნებთ, ზამთრის დადგომამდე საბორმე გადასასვლელი ამოქმედდება" - განაცხადა ქერობიანმა.

ცნობისთვის: ფოთის პორტს ჰოლანდიური კომპანია APM Terminals Poti მართავს.

სომხურ მხარეს არაერთგზის გაუკეთებია განცხადება საბორნე გადასასვლელის "უახლოეს ხანებში" ამოქმედების თაობაზე.

ეს უკანასკნელი "ზემო ლარსის" - სომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზის ალტერნატივას წარმოადგენს.

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, რომ სომხეთმა ქართულ მხარეს საბორმე გადასასვლელის ამოქმედების თხოვნით ზემო ლარსის მეტისმეტი გადატვირთულობის გამო მიმართა. როგორც უწყებაში აღნიშნეს, სომხეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და "ტრადიციულად იყენებს ქართულ პორტებს საერთაშორისო ვაჭრობის საწარმოებლად. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებზე მიუთითებდა.

აგვისტოს ბოლოს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველომ რუსეთთან საბორნე გადასასვლელის ამოქმედების თაობაზე სატრანსპორტო კომპანიებთან კონსულტაციები დაასრულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S