
უკრაინამ NASAMS და Aspide მიიღო
07/11/2022 13:13:01 ევროპა
უკრაინამ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები NASAMS და Aspide მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი იუწყება.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, მიღებული შეიარაღება უკრაინულ ჯარს გააძლიერებს და ქვეყნის ცას უფრო უსაფრთხოს გახდის.
"მადლობა ჩვენს პარტნიორებს - ნორვეგიას, ესპანეთსა და აშშ-ს", – წერს "ტვიტერში" რეზნიკოვი.
რამდენი ერთეული ტექნიკაა მიღებული, მინისტრი არ აკონკრეტებს. თუმცა რამდენიმე დღის წინ პენტაგონმა კიევითვის 8 ერთეული NASAMS-ის გაგზავნის შესახებ განაცხადა.
ცნობისთვის: ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების უკრაინისთვის გადაცემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, უპირველესად ელექტროსადგურებზე დარტყმების განხორციელება დაიწყო.
მოსკოვმა განაცხადა, რომ ამ შეტევებს 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ ახორციელებს. კრემლმა ამ აფეთქებას ტერაქტი უწოდა და მასში უკრაინა დაადანაშაულა. თავის მხრივ, კიევს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.