Accentnews.ge
უკრაინის სამხრეთით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს –  იგნატი

უკრაინის სამხრეთით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს – იგნატი

07/11/2022 13:51:35 ევროპა

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის იური იგნატის განცხადებით, სამხრეთით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.

"ჩვენი ჯარების ინტენსიური შეტევითი ოპერაციები მიმდინარეობს. ამის გამო, მტერი მეტ თვითმფრინავს იყენებს. კერძოდ, თავდასხმის თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს," - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

იგნატის თქმით, მტრის თვითმფრინავების ჩამოგდებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანულმა IRIS-T სისტემამ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინელი სამხედროების მიერ რუსული ძალების თვითმფრინავების ჩამოგდების შემთხვევები გახშირდა.

დღეს უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ უკრაინელებმა ხერსონის ოლქიდან კიდევ ერთი რუსული Су-25 ჩამოაგდეს. 22 ოქტომბერს, უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით ორი რუსული Ka-52 ვერტმფრენი გაანადგურეს.

უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან არის დაახლეობით 277 თვითმფრინავი და 260 ვერტმფრენი.

ამასთან, დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვსკის საკრებულოს წევრის ნიკოლაი დოვბნიას ცნობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბახმუტში გარკვეული ტაქტიკური წარმატება აქვთ:

"შემიძლია, დავადასტურო, რომ გუშინ ოკუპანტებმა ბახმუტიდან უკან დაიხიეს. რასაც რუსი საზღვაო ქვეითები აკეთებენ, ახლოსაც არ არიან უკრაინის სპეცრაზმის ძალებთან.

მტერს არ აქვს გააზრებული შეტევები, ისინი უბრალოდ წინ მიდიან. ჩვენს მეთაურებს უფლება აქვთ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები პოზოციებზე მოქმედებების შესახებ" .

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ჯარები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდიივკას და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ვარაუდობს, რომ ახლა რაშისტები ცდილობენ ბახმუტის, სოლედარის, მარინკას და ავდიივკას დაკავებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S