Accentnews.ge
უკრაინამ სტრატეგიულად მიჩნეული ხუთი კომპანიის წილები სახელმწიფო საკუთრებაში გადაიტანა

უკრაინამ სტრატეგიულად მიჩნეული ხუთი კომპანიის წილები სახელმწიფო საკუთრებაში გადაიტანა

07/11/2022 19:13:45 ევროპა

უკრაინამ სტრატეგიულად მიჩნეული ხუთი კომპანიის წილები სახელმწიფო საკუთრებაში გადაიტანა, რათა გარანტირებული იყოს არმიის მომარაგება უკრაინაში შეჭრილი რუსული ძალების მოგერიებისას.

როგორც უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ნაბიჯი გადაიდგა "სამხედრო საჭიროებიდან გამომდინარე".

კომპანიებს შორისაა აეროკოსმონავტიკის ფირმა Motor Sich-ი, ენერგეტიკის კომპანია Ukrnafta, ელექტროენერგიის ტრანსფორმატორი კომპანია Zaporizhtransformator-ი, მანქანების მაწარმოებელი AvtoKrAZ-ი და ნავთობის გადამამუშავებელი Ukrtatnafta.

"საიმისოდ, რომ დავაკმაყოფილოთ კომენდანტის საათის პირობებში მყოფი ქვეყნის საჭიროებები, ჩვენ გვაქვს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების უფლება. [...]

ჩამორთმეული ქონება განიხილება სამხედრო ქონებად, და მისი მენეჯმენტი გადავიდა თავდაცვის სამინისტროში. კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ, კანონის შესაბამისად, ეს კონკრეტული ქონება შესაძლოა დაუბრუნდეს მფლობელებს, ან მათი ღირებულების კომპენსაცია იყოს გადახდილი" - დასძინა დანილოვმა.

მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სტრატეგიული კომპანიების აქტივები უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვითი სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილებას.

„ჩვენი პასუხი მტრისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და კოორდინირებული. სამხედრო მეთაურობის შტაბის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოების აქტივების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შესახებ: „მოტორ სიჩი“, „ზაპოროჟტრანსფორმატორი“, „ავტოკრაზი“, „უკრნაფტა“, „უკრტატნაფტა“. ასეთი ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის ომის პირობებში, ხორციელდება მოქმედი კანონების შესაბამისად და შეუძლიათ ჩვენი თავდაცვითი სექტორის არსებითი საჭიროებების დაკმაყოფილება. ამ რთულ დროს ყველა ძალა უნდა მივმართოთ ჩვენი მიწისა და ხალხის გათავისუფლებისკენ, უკრაინული არმიის მხარდაჭერისკენ“, – თქვა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S