
უკრაინაში დაღესტნელი მასწავლებელი მოკლეს
08/11/2022 07:40:04 კავკასია
უკრაინის ომში დაიღუპა 34 წლის მარატ სელიმოვი დაღესტნის სოფელ მაგარამკენტიდან, რომელიც მობილიზაციას 23 სექტემბერს დაექვემდებარა. ამის შესახებ მაგარამკენტის რეგიონის ხელმძღვანელმა ფარიდ ახმედოვმა განაცხადა.
სელიმოვი მუშაობდა მაგარამკენტის მე-2 სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად. მობილიზაციის შემდეგ ის ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიაზე გაგზავნეს. 6 ნოემბერს სელიმოვი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.
ჟურნალისტებმა ღია წყაროებზე დაყრდნობით მოიკვლიეს, რომ უკრაინის ომში დაღესტნის სულ მცირე, 303 მკვიდრი დაიღუპა. თუმცა, რეალური მონაცემები შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.