Accentnews.ge
სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი ნიკა გოგაშვილი დააკავეს

სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი ნიკა გოგაშვილი დააკავეს

08/11/2022 08:58:49 სამართალი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი ნიკა გოგაშვილი დააკავეს. იგი თელავში აიყვანეს.

როგორც ცნობილია, ნიკა გოგაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებას ედავებიან, ოჯახის მტკიცებით კი იარაღი მის სახელზე იყო რეგისტრირებული.

ოჯახი მიიჩნევს, რომ ნიკა გოგაშვილის დაკავება "პოლიტიკური დევნის მაგალითია".

"დღეს დააკავეს მამაჩემის ბიძაშვილი ნიკა გოგაშვილი, რომელსაც ჰქონდა სამი იარაღი კანონიერად გაფორმებული თავის სახელზე, რომელიც 16 ივლისს იქნება ჩვენი სახლიდან ამოღებული, ვინაიდან იმ მომენტში აქ ჰქონდა. ის დაკავებულია 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებას. ეს არის აბსურდი, პოლიტიკური დევნის მაგალითი",- ამბობს გოგაშვილის შვილი ნინი გოგაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S