Accentnews.ge
სად ემზადებიან რუსები თავდაცვისთვის – სამხედრო ექსპერტის ანალიზი

სად ემზადებიან რუსები თავდაცვისთვის – სამხედრო ექსპერტის ანალიზი

08/11/2022 09:22:02 ევროპა

ოქტომბრის ბოლოს ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა გამოაქვეყნა რუსული თავდაცვის ხაზის სატელიტური ფოტოები, რომლებიც გადაღებულია ლუგანსკის რაიონის სოფელ გორსკოეს მახლობლად. ფოტოები გადაღებულია Maxar Technologies-ისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ. CNN წერს, რომ ფორტიფიკაცია შედგება ცემენტის პირამიდების ოთხი რიგისგან: რუსი სამხედროები იმედოვნებენ, რომ პირამიდები არ დაუშვებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკებისა და ჯავშანმანქანებს აღმოსავლეთით უკრაინის საზღვრებისკენ წინსვლას. ფოტოებზე ჩანს, რომ ტანკსაწინააღმდეგო ნაგებობების უკან სანგრებია.

ამ ხაზს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ აგებს. ამდენად, ამ მას მედია და თავად დაქირავებულებიც „ვაგნერის ხაზს“ უწოდებენ.

ამ სამხედრო კომპანიის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის კუთვნილმა სააგენტომ გამოაქვეყნა იგივე თავდაცვითი სიმაგრეების ვიდეო. ამ დროისთვის არის ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამი ხაზის ერთდროულად მშენებლობის შესახებ: ლუგანსკის ოლქში, დონეცკის ოლქში - ოკუპირებული მარიუპოლის ირგვლივ და სამხრეთ უკრაინის ხერსონის ოლქში.

„თავდაცვის ხაზები, რომლებსაც რუსები აგებენ მელიტოპოლის, ბერდიანსკის, მარიუპოლის და დნეპერის მარცხენა სანაპიროზე, მართლაც შესრულებულია ომის, სამხედრო მეცნიერების ყველა კანონის შესაბამისად. ეს ნამდვილად არის თავდაცვის ხაზები, რომლებიც გამოყენებული იქნება თავდაცვისთვის და უკრაინის შეტევის შეჩერების მცდელობებისთვის დეოკუპაციის პროცესში. ხოლო ის, რასაც პრიგოჟინი ავეყნებს, არ არის თავდაცვის ხაზი პირდაპირი გაგებით, რომელიც გამოყენებული იქნება სამხედრო მიზნებისთვის: ეს უფრო საინფორმაციო დავალების შესრულებაა. პრიგოჟინის თავდაცვის ხაზი შეიძლება, შევადაროთ ნებისმიერ თავდაცვის ხაზს, ვთქვათ, დნეპრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ და სხვაობა ნათელი გახდება: პრიგოჟინის მშვენიერი სურათი და თავდაცვის ნამდვილი ხაზი, რომელიც მზადაა გარკვეული დავალებების შესასრულებლად. ამდენად, ის, რაც „ვაგნერმა“ გააკეთა, მხოლოდ სურათისთვისაა. შეიძლება, რაღაც ფულიც გათეთრდეს, მაგრამ ეგაა და ეგ. ეს „ვაგნერული“ „თავდაცვის ხაზი“ რამდენიმე საათში გაირღვევა მეტ-ნაკლებად გაწვრთნილი ჯგუფის მიერ, რომელიც შეიარაღებულია მინიმუმ, ტანკებით. ეს ხაზი ძირითადად ნაწილებად იშლება მოძრაობისას, რადგან ეს არ არის თავდაცვის ხაზი, როგორც ასეთი. ან, შესაძლოა, ჯერ არ არის დასრულებული“,– განმარტავს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი რომან სვიტანი.

რაც შეეხება მიმართულებებს, სადაც სამხედრო ექსპერტის დაკვირვებით, რუსებმა თავდაცვის რეალური ხაზები ააგეს, რუსეთის არმია შეტევით ოპერაციებს არ განახორციელებს:

„რუსეთის არმია ამ მიმართულებებზე ნამდვილად არ აპირებს შეტევას, რადგან ესმით, რომ თავის დაცვა მოუწევთ. დნეპრის მარცხენა სანაპირო - მას შემდეგ, რაც უკრაინელები რუსებს მარჯვენა სანაპიროდან განდევნიან, რუსები მარცხენა სანაპიროს და თავად დნეპრს თავდაცვის ხაზად გამოიყენებენ. ამიტომაც ეწყობა დნეპრის გასწვრივ თავდაცვის სამი ხაზი, სადღაც 10-15 და 20-25 კილომეტრის სიღრმეზე. სამხედრო მეცნიერების ყველა კანონის თანახმად, ეს არის ჩვეულებრივი სიმაგრეები მხოლოდ თავდაცვითი დავალების შესასრულებლად - ისინი ამ გზით დაიცავენ მარცხენა სანაპიროს.

ამასთან, თავდაცვის ის ხაზები, რომლებიც იშლება მარიუპოლის, ბერდიანსკის, მელიტოპოლის მიდამოებში, მიუთითებს იმაზე, რომ ყირიმის სახმელეთო დერეფანი რუსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

"ანუ ეს არის დიდი დასახლებები, დიდი ტერიტორიული მოედნები, რომელთა ირგვლივ თავდაცვის ხაზები იშლება. ეს არის გარნიზონის ე.წ. თავდაცვის ხაზები, რომლითაც რუსები დაიცავენ სახმელეთო დერეფანს ყირიმამდე. და იქ შეგიძლიათ, ნახოთ კაპიტალური მიდგომები თავდაცვითი სტრუქტურებისადმი - ისინი თავს დაიცავენ ამ ქალაქებში“.

სამხედრო ექსპერტი ფიქრობს, რომ დნეპრის ამოსავლეთ სანაპიროს უკრაინელების მიერ გათავისუფლების საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რადგან მისი დაკვირვებით, ეს რუსებისთვის ე.წ. „ქვაბია“, რომელიც მხოლოდ ორი არხით იკვებებოდა, ეს ორი არხი კი ამჟამად უკრაინელების საცეცხლე კონტროლქვეშაა:

„ამრიგად, ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპიროს განთავისუფლება დამოკიდებული იქნება იმ ჯარების განადგურების სიჩქარეზე, რომლებიც ამჟამად იქ იმყოფებიან. ვფიქრობ, 15 ნოემბრამდე – G20 სამიტამდე შეეცდებიან, შეინარჩუნონ ეს მიმართულება. მას შემდეგ, რაც პუტინი მიხვდება, რომ არავინ წავა მის შეთავაზებაზე, აღმოსავლეთ სანაპირო გაიცვალოს სახმელეთო დერეფანზე, გასცემს ბრძანებას, დატოვოს მარჯვენა სანაპირო. ვფიქრობ, ეს მოხდება ზუსტად 15-16 ნოემბრის (G20-ის სამიტის) შემდეგ. თუ რუსები ამ დავალებას არ შეასრულებენ, მაშინ ნოემბრის ბოლომდე ორი კვირის განმავლობაში უკრაინული ჯარები უბრალოდ ჩაყრიან მათ დნეპერსა და კახოვკას წყალსაცავში.

ბუნებრივია, მარცხენა სანაპიროს საკითხი დარჩება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინელები შტურმს წამოიწყებენ დნეპერის ამ რაიონში. სავარაუდოდ, შეტევა განვითარდება ორეხოვის მახლობლად მელიტოპოლისკენ, რათა დაასრულონ სახმელეთო დერეფნის გაჭრა. ეს არის თავდაცვის ხაზები, რომლებსაც რუსები ახლა აგებენ ქალაქების მიდამოებში. ისინი აკავებენ უკრაინის ჯარების ბუნებრივ შეტევას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქნება თავდასხმა თავად ქალაქებზე: უკრაინულ ჯარებს შეუძლიათ, რუსული ჯარების გაჭრა სამხრეთ თეატრში ორი „ხანჯლის“ შეტევით მარიუპოლსა და ბერდიანსკს შორის, ბერდიანსკსა და მელიტოპოლს შორის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S