Accentnews.ge
როგორ აღმოჩნდა ბოკერია ზარდიაშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის შეკრებაზე

როგორ აღმოჩნდა ბოკერია ზარდიაშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის შეკრებაზე

21/10/2019 09:36:04 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ყოფილი დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის განმარტებით, მისი ხელშეწყობით დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაცია "ინიციატორის" ღონისძიებაზე "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი ახალგაზრდებმა მიიწვიეს.     

"ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატორი უამრავ ახალგაზრდასთან ერთად მეც ვარ. ეს ორგანიზაცია საქმიანობს სოციალური მიმართულებით, ისე კულტურულ ღონისძიებებზე. საჯარო ლექციები წაუკითხავს უამრავ ადამიანს და რატომ გამოიწვია ამხელა დისკუსია? პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო ოპოზიციიდან მოწვევა და ახალგაზრდებმა გიგა ბოკერია მოიწვიეს. გიგა ბოკერიამ ისაუბრა ოპოზიციის როლზე ქართულ დემოკრატიაში. ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე იწვევენ როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს. ისინი ისაუბრებენ ნებისმიერ მიმდინარე პროცესზე",– განმარტა ზარდიაშვილმა.  

ბოკერიამ "ინიციატორის" ღონისძიებაზე საჯარო ლექცია წაიკითხა შიდა და გარე კონფლიქტებზე, საგარეო ურთიერთობაზე, ოპოზიციის არსებობის მნიშვნელობაზე. 

ღონისძიებას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია: ერთ–ერთმა ქალბატონმა ბოკერიას მიწვევა გააპროტესტა. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S