Accentnews.ge
"ხელმძღვანელები გაიქცნენ, სანგრებში მიგვყარეს“: გერაშჩენკომ ლუგანსკის მახლობლად დატყვეებულთა ვიდეო გამოაქვეყნა

"ხელმძღვანელები გაიქცნენ, სანგრებში მიგვყარეს“: გერაშჩენკომ ლუგანსკის მახლობლად დატყვეებულთა ვიდეო გამოაქვეყნა

08/11/2022 11:10:49 ევროპა

უკრაინის ჯარებმა სვატოვოს მახლობლად ფრონტის ხაზზე მობილიზებული რუსები დაატყვევეს, განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ.

მისი თქმით, პატიმრების უმეტესობა მოსკოვიდანაა.

გამოქვეყნებულ ვიდეოში დატყვევებული სამხედროები ჩივიან, რომ ხელმძღვანელებმა ისინი ფრონტზე, სანგრებში საკვებისა და წყლის გარეშე მიატოვეს.

”სამი დღის განმავლობაში არ გვიჭამია, არ დაგვილევია, ვცხოვრობდით სველ თხრილებში. დაიწყო დაბომბვა და ხელმძღვანელები პირველები გაიქცნენ”, - თქვა ერთ–ერთმა.

მეორე ამტკიცებს, რომ მათაც რუსული არტილერიაც ესროდა: „თავიანთებს ესვრიან“.

"არ წახვიდე ამ ომში, ეს შენი ომი არ არის", - მოუწოდებს კიდევ ერთი ტყვე დანარჩენებს.

გერაშჩენკომ დასძინა, რომ მობილიზებულებს არანაირი წვრთნა არ გაუვლიათ, გაწვევის შემდეგ მალევე გაგზავნეს ფრონტზე.

დატყვევებული რუსი ჯარისკაცების ვიდეოებსა და ფოტოებს პრორუსული არხებიც აქვეყნებენ. მაგალითად, დატყვევებული რუსი სამხედროების შესახებ პოსტი გამოქვეყნდა ტელეგრამ–არხმა «Сводки ополчения Новороссии».

ოქტომბერში რუსეთის სამხედრო სარდლობამ გასცა ბრძანება სვატოვოს მახლობლად 27-ე მოტორიზებული შაშხანის ბრიგადის მე-15 პოლკის მობილიზებული სამხედრო მოსამსახურეების დაუყონებლივ გაგზავნის თაობაზე, – წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) და დასძენს, „მათ არ ჰქონდათ დრო სამხედრო წვრთნების გასავლელად, რათა მონაწილეობა მიეღოთ ბრძოლებში“.

მათი თქმით, დანაყოფი ჩამოყალიბდა მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონებში მობილიზებული პირებისგან.

მანამდე „Верстка“ იუწყებოდა, რომ სვატოვოს მახლობლად მოუმზადებელი მობილიზებულები გაგზავნეს, რასაც შედეგად დიდი მსხვერპლი მოჰყვა. სამხედრომ – ანდრეი აგაფონოვმა გამოცემას უამბო, როგორ მიიყვანეს ფრონტზე სოფელ მაკეევკას მახლობლად. მისი თქმით, ბატალიონი მასიური ცეცხლის ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც ოფიცრები მაშინვე "გაიქცნენ". აგაფონოვის თქმით, დაბომბვის შედეგად ათობით სამხედრო დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცნობას „ყალბი“ უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S