Accentnews.ge
გენერალი ჰოჯესი: „უკრაინამ შეუქცევად იმპულსს მიაღწია ბრძოლის ველზე, ყველა გზა ყირიმისკენ მიდის“

გენერალი ჰოჯესი: „უკრაინამ შეუქცევად იმპულსს მიაღწია ბრძოლის ველზე, ყველა გზა ყირიმისკენ მიდის“

08/11/2022 11:42:14 ევროპა

ევროპაში აშშ-ს სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯსმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა „მიაღწიეს შეუქცევად იმპულსს“ ბრძოლის ველზე.

„ვფიქრობ, აღმოსავლეთში ოპერაციების შედეგი უკვე გარდაუვალია. უკრაინამ შეუქცევად იმპულსს მიაღწია. ამ დრომდე მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტში, ასევე ხერსონის რაიონში. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსებმა თითქოს ხერსონიდან გაიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეები და ასევე გაძარცვეს ყველაფერი, რაც იატაკზე არ იყო მიმაგრებული. და მე ვვარაუდობ, რომ ბრძოლა ხერსონში და მის გარშემო რამდენიმე კვირა გაგრძელდება, სანამ უკრაინელები არ გაანადგურებენ ყველა რუსს, რომლებიც დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე არიან“, - განაცხადა ჰოჯესმა.

ამერიკელი გენერლის თქმით, უკრაინული კონტრშეტევის ორივე „ფრთა" ოკუპირებულ ყირიმთან იკვეთება:

„იფიქრეთ უკრაინის კონტრშეტევაზე, რომელიც სექტემბერში დაიწყო. იფიქრეთ მასზე, როგორც ერთ დიდ ოპერაციაზე. კონტრშეტევის მარცხენა ფრთა არის ოპერაცია, რომელიც დაეშვა ხარკოვიდან, ახლა ის დონეცკის მახლობლად არის და მიემართება მარიუპოლისკენ. მეორე ფრთა ხერსონშია. ასე რომ, ეს ორივე ფრთა ყირიმიში იყრის თავს. ყველა გზა ყირიმისკენ მიდის. და რაც უფრო და უფრო მიუახლოვდებიან, შეეძლებათ გამოიყენონ HIMARS და სხვა შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის საშუალებები ყირიმში რუსეთის სამიზნეებზე დასარტყმელად“, - თქვა ჰოჯესმა.

მისი ხედვით, როგორც კი უკრაინული ძალები დაიწყებენ მაღალი სიზუსტის მართვადი იარაღის გამოყენებას ყირიმში რუსული საჰაერო ბაზებისა და საცავი ან ლოგისტიკისა და საზღვაო დანადგარების წინააღმდეგ, „ყირიმი გამოუსადეგარი გახდება რუსეთის თავდაცვისთვის“.

"და ამიტომ მჯერა, რომ უკრაინა ყირიმს ზაფხულამდე გაათავისუფლებს", - პროგნოზირებს ჰოჯესი.

იმის შესახებ, რომ ყველაზე ინტენსიური ბრძოლები ამჟამად გრძელდება დონეცკის ოლქის ბახმუტსა და სოლედარში, სადაც უკრაინელი სამხედროები დღეში ათობით რუსულ თავდასხმას იგერიებენ, გასულ კვირას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა, რომ რუსული ჯარები ცდილობენ დონეცკის ოლქის ქალაქების „დედამიწის პირიდან აღგვას“. მისი თქმით, „ბახმუტი ძალიან დაზიანებულია. ავდეევკაში, მარინკაში, კრასნოგოროვკაში ფაქტობრივად არც ერთი სახლი არ აღარ დარჩა დაუზიანებელი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S