Accentnews.ge
გერმანიის პოლიციამ რუს ოლიგარქთან დაკავშირებით შვეიცარიის უმსხვილესი ბანკის ფილიალები გაჩხრიკა

გერმანიის პოლიციამ რუს ოლიგარქთან დაკავშირებით შვეიცარიის უმსხვილესი ბანკის ფილიალები გაჩხრიკა

08/11/2022 12:07:42 ევროპა

რუსი ოლიგარქის ოლიშერ უსმანოვის ვილებსა და იახტებში ჩხრეკის შემდეგ გერმანიის პოლიცია მივიდა უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის UBS-ის ფილიალებში. გამომძიებლები აწარმოებენ ჩხრეკას მიუნხენისა და ფრანკფურტის ოფისებში, იტყობინება Der Spiegel.

ჩხრეკა დაკავშირებულია რუსი ბიზნესმენის ალიშერ უსმანოვის საქმესთან, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება, – განუცხადა გამოცემას გერმანიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, უსმანოვი ეჭვმიტანილია გადასახადებისგან თავის არიდებასა და ფულის გათეთრებაში.

გამოცემის ცნობით, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში გერმანიის პოლიციამ შეაგროვა 100–მდე ანგარიში ფულის გათეთრების თაობაზე ეჭვების შესახებ ბანკებიდან, რომლებიც დაკავშირებულია უსმანოვთან. გამომძიებლები დაინტერესებულნი არიან 2018 წლიდან 2020 წლამდე განხორციელებული საეჭვო ოპერაციებით. საუბარია დაახლოებით, 2 მილიონ ევროზე.

იმის შესახებ, რომ გერმანელი გამომძიებლები უსმანოვის ფულის გათეთრებასთან კავშირზე ეჭვობენ, Reuters–იც წერდა სექტემბერში.

ამ ეჭვებთან დაკავშირებით გერმანიის პოლიციამ ჩაატარა ჩხრეკა უსმანოვთან დაკავშირებულ ბინებში ბავარიაში, ბადენ-ვიურტემბერგში, შლეზვიგ-ჰოლშტაინში და ასევე ჰამბურგში. დღეს დილით კი Sueddeutsche Zeitung-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის პოლიციამ ბიზნესმენს ჩამოართვა 30 ნახატი, რომლებიც ამშვენებდა დილბარის იახტის ინტერიერს. კოლექციის ღირებულება 5 მილიონ ევროდ არის შეფასებული. თავად იახტა ჰამბურგის ნავსადგურებზე მარტის დასაწყისში დააკავეს.

UBS არ არის პირველი შვეიცარიული ბანკი, რომელსაც უსმანოვთან კავშირების გამო პრობლემები შეექმნა: Bloomberg.–ის ცნობით, უსმანოვმა Credit Suisse –დან ნასესხები 600 მილიონი დოლარით ააშენა თავისი სუპერ იახტა. ბანკმა ასევე დააფინანსა თვითმფრინავის შეძენა, უსმანოვის აქციები ლონდონის საფეხბურთო კლუბ „არსენალში“. გამოცემა Credit Suisse-ს რუსი ოლიგარქების მთავარ ბანკს უწოდებს. რუს მილიარდერებთან კავშირების გამო, ბანკის აქციონერებმა სარჩელი შეიტანეს Credit Suisse-ის წინააღმდეგ.

Bloomberg-ის მტკიცებით, Credit Suisse მართავს რუსი კლიენტების დაახლოებით 33 მილიარდ დოლარის კერძო კაპიტალს. რუსი ოლიგარქების UBS-ის მიერ მართული აქტივები 50%-ით ნაკლებია. ამავდროულად, შვეიცარიის ბანკებმა სანქცირებული კლიენტების ფული გაყინეს, სხვა რუსების ანგარიშები კი ხშირად იხურება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S