Accentnews.ge
საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვივნენ

საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვივნენ

19/10/2022 15:57:02 თავდაცვა, რეკლამა

საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვივნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტუმრებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა და ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე ატაშეებს პრეზენტაციის ფორმატში მიეწოდა ინფორმაცია ლიცეუმის საქმიანობის, სტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეების ასოციაციის 2022 წლის შეთანხმებული გეგმით ატაშეები თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს ეწვევიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S