![უკრაინის არმიამ ლუგანსკის ოლქში ოკუპანტების საწვავის საცავი ააფეთქა - გაიდაი [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/4646cfe---.jpg)
უკრაინის არმიამ ლუგანსკის ოლქში ოკუპანტების საწვავის საცავი ააფეთქა - გაიდაი [ვიდეო]
08/11/2022 13:10:54 ევროპა
ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის სოფელ დიბროვაში ოკუპანტების საწვავის საცავი ააფეთქეს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითების 140-ე ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის საარტილერიო დარტყმის შედეგად განადგურდა რუსული საწვავის და საპოხი მასალების საწყობი.
საწვავის მარაგი განადგურდა ლუგანსკის ოლქის სევეროდონეცკის რაიონის სოფელ დიბროვაში - ტორსკსა და კრემენოის შორის“.