Accentnews.ge
რა წერია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშში, რომელიც კომპრომისული შესწორებებით მიიღეს

რა წერია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშში, რომელიც კომპრომისული შესწორებებით მიიღეს

08/11/2022 15:33:20 პოლიტიკა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო.

ანგარიშს მხარი დაუჭირა 47 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო ხუთი, ორმა კი თავი შეიკავა.

დღეს მიღებულ კომპრომისულ ვარიანტში აღარ გვხვდება ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქცირების დაწესების მოთხოვნა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს, ევროპარლამენტი იძლევა რეკომენდაციას,"მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე".

"ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომლის გადაწყვეტა აუცილებელია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე; რეკომენდაციას იძლევა, რომ მოგვარდეს კერძო ინტერესების, განსაკუთრებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების სისტემური გზით“ - ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება აღარ არის დასახელებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად. თუმცა ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მიეცეს მას მკურნალობის შესაძლებლობა საზღვარგარეთ:

"საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და განიხილოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ".

ამასთან, ანგარიშში საუბარია, რომ „გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე და გამოთქმულია მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს“.

დოკუმენტში „გამოთქმულია წუხილი 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გასვლაზე და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულონ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ "ღრმა პოლარიზაცია კვლავ რჩება საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელ მახასიათებლად".

"ანგარიშში არის მოწოდება ყველა დაინტერესებული პოლიტიკური მხარისადმი, თავი შეიკავონ ყოველგვარი გამყოფი და აგრესიული რიტორიკისაგან, გააერთიანონ თავიანთი ძალები, რათა საფრთხე არ შეუქმნან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ მიზანს ამბიციური დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების გზით; ევროკავშირის შუამავლობით 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენენ გზას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ საქართველოში და, შესაბამისად, აისახება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ "მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია":

„სასამართლოს გადაწყვეტილება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გასამართლების შესახებ და სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევის მიზნით, არის პოლიტიზებული მართლმსაჯულების საქმის აშკარა დემონსტრირება; პოლიტიკური ლიდერების შემდგომი გასამართლება შეეწინააღმდეგება პოლარიზაციის შემცირების დეკლარირებულ განზრახვებს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S