
ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომელი აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო
08/11/2022 19:32:19 სამართალი
ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ირმა მანაგაძე აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო.
"მეგობრებო, კოლეგებო, გულშემატკივრებო! სასამართლომ გამოიტანა განაჩენი მუზეუმიდან ჩემი უსამართლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით. (დოკუმენტი ჯერ ხელზე არ გადმომცემია, ამიტომ პოსტს ვერ დავურთავ). აღიარა რა ჩემი უკანონო გათავისუფლება, სასამართლომ კულტურის სამინისტროს დააკისრა კომპენსაციისა და განაცდურის ანაზღაურება!! სამწუხაროდ სამსახურში აღდგენა არ დაკმაყოფილდა, მაგრამ არაუშავს, დრონი მეფობენ და არა მეფენი.
ადრე თუ გვიან მე აუცილებლად დავბრუნდები მუზეუმში დიდი მადლობა იურიდიულ კომპანია Jastice League -ს იურისტებს Dito Khvichia და Mariam Geguchdze-ს პროფესიონალურად შესრულებული საქმისა და ადამიანური თანადგომისათვის რაც შეეხება ეროვნული მუზეუმის და კულტურის სამინისტროს გვერდებზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას თითქოს ჩემი სარჩელი არ დაკმაყოფილდა…ამაზე საჯარო პოსტით დიტომ უკვე უპასუხა და თუ დაგვჭირდა კიდევ ბევრჯერ გავცემთ პასუხს", - წერს მანაგაძე სოციალურ ქსელში.