სვენ მიქსერი: "აუცილებელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებმა ქართველი ხალხის მოლოდინი გაამართლონ"
09/11/2022 06:27:28 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი აცხადებს, რომ "აუცილებელია, საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებმა ქართველი ხალხის მოლოდინი გაამართლონ". ამის შესახებ მან ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიში მიღების შემდეგ განაცხადა.
"ეს ანგარიში ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს აგზავნის. ანგარიში იმეორებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს თორმეტი ძირითადი პრიორიტეტი, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის მითითებული. საქართველოში ხალხის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ პერსპექტივას, ამიტომ აუცილებელია, პოლიტიკურად გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაამართლონ ხალხის მოლოდინები“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.
8 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო.


