Accentnews.ge
მარკ კლეიტონი: "ჩვენი მოწოდებაა, ყველა პარტიამ იმუშაოს ერთად და შეასრულოს 12 რეკომენდაცია"

მარკ კლეიტონი: "ჩვენი მოწოდებაა, ყველა პარტიამ იმუშაოს ერთად და შეასრულოს 12 რეკომენდაცია"

09/11/2022 08:30:16 პოლიტიკა

საქართველოში ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონის განცხადებით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს ერთად და შეასრულოს 12 რეკომენდაცია, რომელიც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად განესაზღვრა.

"გაერთიანებული სამეფო აღარ არის ევროკავშირის წევრი, ამიტომ ჩვენ პირდაპირ არ ვართ ჩართული ამ 12 რეკომენდაციაში. თუმცა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და რა თქმა უნდა ნატოში. ამას ძალიან მყარი დემოკრატიული საფუძველი აქვს, რადგან ქართველ ხალხს სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება და გარდა ამისა, ყველა წამყვანი პოლიტიკური პარტიაც გამოთქვამს ამ სურვილს. ამიტომ, ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმუშაოს ერთად და შეასრულოს ეს 12 რეკომენდაცია", -განაცხადა კლეიტონმა.

ცნობისთვის: 8 ნოემბერს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის შესწორებული ვერსია.

იხილეთ ასევე: რა წერია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშში, რომელიც კომპრომისული შესწორებებით მიიღეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S