Accentnews.ge
ხერსონის ოლქში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ სტრემოუსოვი დაიღუპა

ხერსონის ოლქში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ სტრემოუსოვი დაიღუპა

09/11/2022 14:37:01 ევროპა

9 ნოემბერს უკრაინის ხერსონის ოლქში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ სტრემოუსოვი დაიღუპა. წინასწარი მონაცემებით, ის ავტოავარიაში მოყვა.

სტრემოუსოვი სიკვდილის შესახებ პირველი ცნობები რუსული წყაროებით გავრცელდა.

არსებობს ცნობებიც, რომ სტრემოუსოვი დაიღუპა რუსეთის მიერ დაკავებული პოზიციების წინააღმდეგ უკრაინის ჯარების იერიშის დროს.

რუსეთის ჯარების მიერ ხერსონის ოლქის ხელში ჩაგდების შემდეგ სტრემოუსოვი რუსეთის მთავარი სპიკერი იყო რეგიონში. ის ოფიციალურ პირთაგან პირველი იტყობინებოდა რეგიონის ანექსიის მზადების შესახებ.

მოსკოვს ხერსონიდან გაჰყავს პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა. იტყობინებიან, რომ რუსეთის ხელისუფლება ცუდად აკონტროლებს ხერსონის იმ ნაწილს, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, იქ გახშირდა ძარცვა, მაროდიორობა, დარჩენილი საწარმოები უარს ამბობენ, ფულადი ანგარიშსწორება რუბლებში აწარმოონ.

9 ნოემბერს გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ კრემლმა მის კონტროლქვეშ მყოფ მედიას მიუთითა, ნაკლებად დაიმოწმონ სტრემოუსოვი, ასევე სხვა პირები, რომლებიც ომის მხარდამჭერები არიან, მაგრამ აკრიტიკებენ სამხედრო მოქმედებების მსვლელობას უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S