Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი დღეს აჯამებს

უკრაინის გენშტაბი დღეს აჯამებს

09/11/2022 19:56:26 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ უკრაინის ავიაციამ რუსეთის არმიას დღის განმავლობაში ოთხი დარტყმა მიაყენა.

„დაარტყეს პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ორ უბანს, ასევე მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემების ორი პოზიციას. ასევე, ჩვენმა ჯარისკაცებმა სხვადასხვა მიმართულებით ჩამოაგდეს 5 „შაჰედის“ და 2 „ორლანის“ უპილოტო საფრენი აპარატები.

მიმდინარე დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაარტყეს ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 6 უბანს, რადიოელექტრონული ბრძოლის 2 სადგურს და მტრის სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო სამიზნეებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

რუსული მხარე ზარალის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

უკრაინაში რუსული დაჯგუფების მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა შესთავაზა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ჯარების გაყვანა ხერსონის რეგიონში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ეს ნიშნავს ქალაქ ხერსონის დათმობას. შოიგუ დაეთანხმა ამ წინადადებას და ბრძანა ჯარების გაყვანა მდინარე დნეპერზე.

უკრაინული მხარე სიფრთხილით ეკიდება ამ ცნობებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S