
"ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობამ" საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ლოგისტიკური ოპერაციული დაგეგმვის თაობაზე სწავლება ჩაუტარა
10/11/2022 10:21:49 თავდაცვა
"ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობამ" (LANDCOM) საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ლოგისტიკური ოპერაციული დაგეგმვის თაობაზე სწავლება ჩაუტარა. ამის შესახებ ინფორმაციას LANDCOM ავრცელებს.
"2022 წლის 24-28 ოქტომბერს LANDCOM-მა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ლოგისტიკური ოპერაციული დაგეგმვისათვის მობილური სასწავლო ჯგუფის მეშვეობით დაუჭირა მხარი. ჯგუფი შედგებოდა G4 დივიზიის ოთხი ექსპერტისაგან. საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის გამართული ერთკვირიანი კურსი ლოგისტიკურ სივრცეში ოპერაციული დადეგმვის საკითხებს შეეხებოდა. ექსპერტთა ჯგუფმა, ჩატარებული ლექციების საშუალებით შეიარაღებულ ძალებს გააცნო ნატო-ს დირექტივები ლოგისტიკის განხრით კრიზისებზე რეაგირების დაგეგმვის შესახებ. ექსპერტებმა ლექციები პრეზენტაციებისა და გამოგონილ სცენარზე დაფუძნებული ჯგუფური მუშაობის საშუალებით წარმართეს. კურსი წარმატებით დასრულდა და როგორც თექვსმეტივე მონაწილემ, ისე ტრენერებმა ძალიან დადებითად შეაფასეს მისი შედეგები. ჯარისკაცისთვის!", – აცხადებს LANDCOM.