
კაცი, რომელმაც „ჰომოფობიურ ნიადაგზე“ ავტობუსში ახალგაზრდას შეურაცხყოფა მიაყენა, დააკავეს
10/11/2022 13:56:21 სამართალი
პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც 6 ნოემბერს თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალგაზრდა კაცს შეურაცხყოფას აყენებდა. ბიჭი ამბობდა, რომ ეს ხდებოდა ჰომოფობიურ ნიადაგზე.
ვიდეო, რომელიც ბიჭმა თბილისის ავტობუსში გადაიღო, ჩანდა კაცი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას.
ბიჭის თქმით, კაცი მოკვლით ემუქრებოდა და მოგვიანებით დაარტყა კიდეც.
„ეს „კაცი“ თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო. რატომ გაცვია შეხსნილი ღილებითო. რა შენი საქმეა, მე რა მეცმევათქო და დავიწყეთ კამათი“, - წერდა მოქალაქე სოციალურ ქსელში.
პოლიციამ კაცი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 151-ე (მუქარა) მუხლით დააკავა. მას ჯარიმა ან ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.