
სოსო გოგაშვილის ბიძაშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
10/11/2022 17:52:12 სამართალი
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის ბიძაშვილ ნიკოლოზ გოგაშვილს, რომელიც 8 ნოემბერს დააკავეს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
გოგაშვილი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს საპატიმროს.
ნიკოლოზ გოგაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება ბრალად და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.