Accentnews.ge
"ვაძლიერებთ მუშაობას პარტნიორების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მხარდასაჭერად, მხარს ვუჭერთ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას"

"ვაძლიერებთ მუშაობას პარტნიორების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მხარდასაჭერად, მხარს ვუჭერთ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას"

11/11/2022 06:13:42 ევროპა

ევროკავშირმა სამხედრო მობილობისა და კიბერთავდაცვის გეგმა წარადგინა.

როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ევროპაში უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს, რაც ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის ახალ გარემოსთან ადაპტაციას მოითხოვს.

სამხედრო მობილობის გეგმა ითვალისწინებს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებს შორის სამხედრო ტექნიკის იოლად და სწრაფად ტრანსპორტირებისა და სამხედრო ძალების გადაადგილების შესაძლებლობების გაზრდას.

„ეს მოითხოვს ხიდების, გვირაბების და გზების მოწყობას, ასევე მატარებლებს, რომლებსაც შეეძლებათ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების ტრანსპორტირება. ჩვენმა მხარდაჭერამ უკრაინისადმი გვაჩვენა, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, ასევე აუცილებელია კიბერთავდაცვის გეგმის მიღება, რადგანაც რუსეთის აგრესიას თან ახლავს კიბერთავდასხმები, რომლებიც არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მათი სამიზნე ევროკავშირის ქვეყნები არიან. ამ გეგმის ფარგლებში ბორელი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ევროკავშირის კიბერთავდაცვის საკოორდინაციო ცენტრი.

„ჩვენ გვჭირდება ხარვეზების აღმოფხვრა კიბერთავდაცვაში. გვჭირდება ტრენინგები, განათლება და წვრთნების ჩატარება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ახალ ბრძოლის ველზე იმუშავებს. ცხადია, უნდა გავზარდოთ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მსგავს ომებში მონაწილეობისთვის მზად იქნებიან. ჩვენ ვაძლიერებთ მუშაობას ჩვენი პარტნიორების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მხარდასაჭერად. მხარს ვუჭერთ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას, და ველოდებით წინ წაწევას სხვებთან თანამშრომლობაში, კერძოდ დასავლეთ ბალკანეთთან, სადაც ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, ალბანეთი ზარალდება კიბერთავდასხმებისგან“, – განაცხადა ბორლემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S