
მელიტოპოლში საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენელს თავს დაესხნენ – მედია
11/11/2022 10:01:11 ევროპა
რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს რაიონში, მელიტოპოლში, აფეთქება მოხდა სახლის შესასვლელში, სადაც რუსი სპორტის მინისტრის მოადგილე ანდრეი ბოიკო ცხოვრობს.
რუსული სახელისუფლებო მედიარესურსების ცნობით, მან ტვინის შერყევა, სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო და ამჟამად საავადმყოფოშია.
ირწმუნებიან, რომ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სანიაღვრეში იყო ჩადებული და ამოქმედდა, როდესაც ბოიკომ დატოვა შესასვლელი.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები ადრე აცხადებდნენ, რომ კრემლი არაეფექტურია უკრაინაში ორგანიზებულ პარტიზანულ მოძრაობასთან დაპირისპირებაში.
ISW-ის ცნობით, 1 ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინელმა პარტიზანებმა განახორციელეს ათობით დადასტურებული თავდასხმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მოკლეს სულ მცირე 11 კოლაბორანტი და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი.