Accentnews.ge
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება ზამთრის გამო, რადგან ეს მხოლოდ რუსეთისთვის იქნება სასარგებლო – ISW

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება ზამთრის გამო, რადგან ეს მხოლოდ რუსეთისთვის იქნება სასარგებლო – ISW

11/11/2022 13:00:40 ევროპა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები არ შეჩერდება და არ შევა ჩიხში ზამთრის გამო, როგორც ამას მანამდე დასავლეთის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ,– ნათქვამია ომის შემსაწავლელი ამერიკული ინტუტუტის (ISW) ანგარიშში.

„ზოგიერთ სამხედრო აღჭურვილობას შეიძლება, დასჭირდეს ცივ ამინდთან ადაპტაცია, ხოლო აღჭურვილობის ან საბრძოლო მასალის ნაკლებობამ შესაძლოა, შეანელოს პროგრესი ლოგისტიკური სირთულეების გამო, მაგრამ არა ზამთრის ამინდმა. ზამთრის ამინდმა შეიძლება არაპროპორციულად დააზიანოს არასათანადოდ აღჭურვილი რუსული ძალები უკრაინაში, მაგრამ კარგად მომარაგებულმა უკრაინულმა ძალებმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეაჩერონ კონტრშეტევა ზამთრის დადგომის გამო და შეძლებენ, ისარგებლონ გაყინული რელიეფით უფრო ადვილად გადაადგილებისთვის, ვიდრე მათ ეს შეეძლოთ შემოდგომის სუსხიან თვეებში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ თუ ამ ზამთარში ბრძოლა მაინც შეწყდება, ეს იქნება ორივე მხრიდან მატერიალურ–ტექნიკური პრობლემების და რამდენიმე კამპანიის კულმინაციის გამო.

ISW თვლის, რომ ცეცხლის შეწყვეტა კრემლს მისცემს პაუზას, რომელიც მას უიმედოდ სჭირდება ძალების აღსადგენად.

„ზამთარში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ სარგებელს მოუტანს რუსეთის ძალებს: ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ თავიანთი მორყეული თავდაცვის გასაძლიერებლად და გენოციდური კამპანიის გასაგრძელებლად უკრაინის იდენტობის აღმოსაფხვრელად უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში“, - ნათქვამია მოხსენებაში.

9 ნოემბერს NBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ისა და დასავლეთის თავდაცვის ზოგიერთი ოფიციალური პირი ელოდება „საომარი მოქმედებების შენელებას ზამთარში, როგორც რუსეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიის დაწყების შესაძლებლობას“.

9 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა გამოაცხადა „ომის გადამწყვეტი პერიოდის“ დაწყება.

სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზამთრის პერიოდი შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების განთავისუფლებაში, მაგრამ ამისთვის უკრაინის არმიას სჭირდება სათანადო იარაღის სისტემატური მიწოდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S