
ხლანი: „რაშისტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დნეპრი ვერ გადალახა“
11/11/2022 13:17:41 ევროპა
ხერსონის ცენტრში წინააღმდეგობის ძალებმა აღმართეს უკრაინის დროშა, – თქვა ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა სერგეი ხლანმა 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ უკრაინული ჯარები შევიდნენ რეგიონულ ცენტრში, რომელიც რუსეთის ჯარებმა მიატოვეს.
უკრაინის სამხედრო სარდლობას ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია ქალაქის გათავისუფლების შესახებ. თუმცა, სოციალური ქსელებში უკვე აქვეყნებენ უკრაინელი სამხედროების ქალაქის ქუჩებში გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს.
”დიახ, მართლაც, ხერსონის ცენტრში, სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან ჩვენმა წინააღმდეგობის მოძრაობამ უკვე დაკიდა დროშა, წინააღმდეგობის მოძრაობამ ასევე ჩამოიხსნა სამფეროვანი ნაჭრები [რუსეთის დროშები - რედ.] ... ახლა დასკვნითი ეტაპია –ხერსონის რაიონის მარჯვენა სანაპიროს, ქალაქ ხერსონის დეოკუპაცია. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, რა თქმა უნდა, ქალაქის დალაგება, გასუფთავება“, - განაცხადა ხლანმა.
მისი თქმით, „რაშისტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დნეპრი ვერ გადალახა“.
„ისინი ყრიან სამხედრო ფორმას, ცდილობენ, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულები დაიმალონ, უმეტესი ნაწილი მაინც მოამზადებს რაიმე სახის პროვოკაციას ქალაქ ხერსონში... მაგრამ მთავარია, რომ რაშისტების მთავარი ძალები გაყარეს, გაანადგურეს, ნაწილი კი დნიპროს მარცხენა სანაპიროზე გადავიდა“, - აღნიშნა მან.
ხლანმა ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარებმა ააფეთქეს ანტონოვსკის ხიდი.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციისა და ვიდეოების მიხედვით, ხერსონის მოსახლეობა უკრაინის დროშებით გამოვიდა ქუჩებში. ქუჩის ბრძოლების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პარასკევს დილით ყველა რუსმა სამხედრო დატოვა დნეპრის მარჯვენა სანაპირო და გადავიდა მარცხენა სანაპიროზე, რაც ქალაქიდან გასვლსაც გულისხმობს.