
შვედეთში სპეცსამსახურის თანამშრომელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ასამართლებენ
11/11/2022 13:33:29 ევროპა
შვედეთის პროკურატურამ ქვეყნის ორ მოქალაქეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალი წაუყენა.
ბრალდებულების მიერ მიღებული, გადაცემული და გამჟღავნებული ინფორმაციას შეეძლო ზიანი მიყენება შვედეთის უსაფრთხოებისთვის, – თქვა მთავარმა პროკურორმა პერ ლინდკვისტმა.
ბრალდებულთა ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ საუბარია ორ ძმაზე. ორივე ერთ წელზე მეტია, პატიმრობაშია. პორტალ DN-ის ცნობით, ძმებიდან უფროსი მუშაობდა სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში, კერძოდ, სპეციალური გამოძიების ოფისში – შვედეთის ყველაზე საიდუმლო სადაზვერვო სამსახურში.
გამომძიებლების თქმით, ბრალდებულები 10 წლის განმავლობაში ჯაშუშობდნენ რუსეთის სასარგებლოდ. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ.
2021 წლის სექტემბერში შვედეთის სასამართლომ ადგილობრივ მცხოვრებს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მან დანაშაული არ აღიარა. გამომძიებლების თქმით, პირნა შვედური ავტომწარმოებლების Volvo Cars-სა და Scania-ს კონსულტანტად მუშაობისას კომპანიების საიდუმლო დოკუმენტების ასლები გააკეთა და თანხის სანაცვლოდ გადასცა რუს დიპლომატს. ის ანაზღარურების აღებისას დააკავეს.
ეს შცედეთში ჯაშშობისთვის პირის გასამართლების პირველი შემთხვევა იყო ბოლო 18 წლის განმავლობაში.
შვედეთის კანონმდებლობით, ჯაშუშობისთვის პირის პასუხისგებაში მისაცემად მნიშვნელოვანი პირობაა, რომ მის მიერ გადაცემული ინფორმაცია იყოს არა მხოლოდ სასარგებლო უცხო სახელმწიფოსთვის, არამედ ზიანი მმომტანი შვედეთის ეროვნულ უსაფრთხოებისთვის.