
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა შედგა
11/11/2022 13:49:28 ევროპა
ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინელებმა 45 დამცველი და ორი დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნეს,– იუწყება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე
„მორიგი გაცვლა მოხდა - უკრაინის შეიარაღებული ძალების 45 ჯარისკაცი გაათავისუფლეს, მათ შორის არიან სამხედროები და სერჟანტები, რომლებიც იცავდნენ ჩვენს სახელმწიფოს. ასევე შესაძლებელი გახდა ორი დამცველის ცხედრის დაბრუნება. ჩვენ ყველა უკრაინელი დავბრუნდებით სახლში“,– წერს ერმაკი.
ის არ აზუსტებს, რამდენი ტყვე გადაეცა რუსეთს.