Accentnews.ge
„უკრაინის რკინიგზა“ ხერსონში სამგზავრო მატარებლის აღდგენას იწყებს

„უკრაინის რკინიგზა“ ხერსონში სამგზავრო მატარებლის აღდგენას იწყებს

13/11/2022 08:20:54 ევროპა

„უკრაინის რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ უკვე დაწყებულია ხერსონის მიმართულებით სამგზავრო მატარებლის აღდგენის პროცესი.

„რკინიგზა ადგილზეა. ხალხი გველოდება. ასე რომ, მალე იქნება მატარებელი ხერსონში“, - წერს ამის შესახებ ტელეგრამის საკუთარ გვერდზე კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრ კამიშინი და დასძენს, „განაღმვის სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, ამას დრო სჭირდება. დაზიანებულ გზებსა და დამტვრეულ ვაგონებს მალე აღვადგენთ“.

11 ნოემბერს, უკრაინის ქალაქი ხერსონი რუსეთის ჯარმა დატოვა. ქალაქი მარტის დასაწყისიდან ჰქონდათ დაკავებული რუსეთის ჯარებს. ხერსონიდან მათი წასვლა დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა შეაფასეს უკრაინის „განსაკუთრებულ გამარჯვებად“ და მოსკოვის „სტრატეგიულ მარცხად“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S