Accentnews.ge
უკრაინაში რუსეთთან მოლაპარაკებების სავარაუდო დროს ასახელებენ

უკრაინაში რუსეთთან მოლაპარაკებების სავარაუდო დროს ასახელებენ

13/11/2022 08:32:21 ევროპა

უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერი დავით არახამია აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების შანსი შესაძლოა, 2023 წლის მეორე ნახევარში გაჩნდეს. ამის შესახებ მან 12 ნოემბერს, საინფორმაციო ტელემარათონის მიმდინარეობისას განაცხადა.

ამასთან, არახამიამ რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობებსა და პირობებზე დაწერა „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზეც:

„ხერსონის გათავისუფლებამდე ბევრი საუბარი იყო მოლაპარაკებების შესახებ. იყო სკეპტიკური პუბლიკაციებიც დასავლურ პრესაში. დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთში მოპოვებული წარმატებების შემდეგ, ეს უკვე აღარაა აქტუალური. ჩვენმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მკაფიოდ განსაზღვრა ის პირობები, რა შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება რუსეთთან რაიმეს შესახებ ლაპარაკი. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ყველა ზიანის ანაზღაურება, ომის დამნაშავეთა დასჯა და მტკიცე გარანტიები, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდება. მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც ჩვენი მოკავშირეების ელექტორული ციკლი, ისე ოკუპანტის. მაგრამ ჩვენი პოზიცია ამის გამო არ იცვლება. უკრაინა მაშინ დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდაზე, როდესაც ჩვენი პირობები შესრულებული იქნება“.

არახამია ამბობს, რომ ახლა რუსეთს გადაჯგუფებისა და ძალების აღდგენისთვის სჭირდება პაუზა, რის საშუალებასაც უკრაინელები მას არ მისცემენ.

პირობებზე, რისი შესრულების შემთხვევაშიც, უკრაინა მზადაა, მოლაპარაკებები დაიწყოს რუსეთთან, საინფორმაციო ტელემარათონის მსვლელობისას ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმაც:

„გაიყვანეთ ჯარები, დადექით სადმე, საზღვრისგან მოშორებით და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ლაპარაკს. ყველაფერი, რაზეც რუსეთი ლაპარაკობს, ეს არ შეეხება მოლაპარაკებებს. ეს არის ადამიანების კვნესა, რომლებიც ხვდებიან, რომ აგებენ, გამოიყურებიან საცოდავად, მაგრამ სურთ, ან ოპერატიული პაუზის აღება ან გაჩერება სადმე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

მისი თქმით, მხოლოდ უკრაინამ უნდა განსაზღვროს მოლაპარაკებების დაწყების დრო:

„ხომ არ შეიძლება, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ეფექტურად იბრუნებდნენ ხერსონის ოლქს, ხოლო ამ დროს ვიღაც გვთავაზობდეს მოლაპარაკებებს, რომ წაგებულმა რუსეთმა რაიმე მაინც მიიღოს, ანუ, წაიღოს მთელი რიგი ტერიტორიები“.

პოდოლიაკი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინამ რუსეთისაგან უნდა მიიღოს მიყენებული ზიანის კომპენსაცია, ხოლო უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისათვის პასუხისმგებელი პირები საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგნენ და დაისაჯონ.

უკრაინის ქალაქ ხერსონში, რომელიც რუსეთის ჯარმა დატოვა, უკრაინელი მოხელეები ბრუნდებიან და იწყებენ „სტაბილიზების“ პროცესს, მუშაობას შეუდგა პოლიცია, სახელმწიფო რადიო და ტელევიზია. ქალაქში ჩავიდა ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი იაროსლავ იანუშევიჩი.

ხერსონი მარტიდან ჰქონდათ დაკავებული რუსეთის ჯარებს. ქალაქიდან მათი წასვლა დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა შეაფასეს უკრაინის „განსაკუთრებულ გამარჯვებად“ და მოსკოვის „სტრატეგიულ მარცხად.“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S