Accentnews.ge
რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

14/11/2022 06:31:11 ევროპა

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში, სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა Telegram-ზე წერს.

„სარაკეტო თავდასხმა ხარკოვში, სამრეწველო ობიექტზე“, - აცხადებს მერი.

მისივე თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

უკრაინული მედია წერს, რომ ძლიერი აფეთქებები მოხდა დროებით ოკუპირებულ ქალაქ ლუგანსკში, სადაც წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონში კიდევ ერთ დასახლებულ პუნქტზე დაამყარეს კონტროლი. უკრაინის არმიის ჯარისკაცები სოფელ მაკეევკაში შევიდნენ, სადაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების ბატალიონი დაბომბა და გაანეიტრალა.

როგორც მედია უკრაინის არმიის გენშტაბზე დაყრდნობით იტყობინება, ბოლო ერთ დღეში რუსმა სამხედროებმა ერთი სარაკეტო და ექვსი საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ასევე 14-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან.

გავრცელებული ცნობით, რუსები აგრძელებენ თავდაცვითი ხაზების აღჭურვას დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. პარალელურად, ახორციელებენ შეტევით ოპერაციების ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S