
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „ინნ დეველოპმენტი“ ორ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
14/11/2022 07:12:26 ეკონომიკა, რეკლამა
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით „ინნ დეველოპმენტი“ ორ საცხოვრებელ ბინას დიღომში აშენებს, რომლის ფართობიც 33 000 კვ.მ.-ია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 10 მილიონ დოლარს შეადგენს.
„ინნ დეველოპმენტის” წარმომადგენლის, თამარ კანთელაძის თქმით, ეს არის “ინნ დეველოპმენტისა” და „საქართველოს ბანკის“ პირველი ერთობლივი პროექტი.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შევძლებთ ახალი საინტერესო პროექტის განხორციელებას, რომელიც ორ, 16 სართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას გულისხმობს. კომპლექსი, როგორც საცხოვრებელ ფართს, ასევე სპორტულ მოედანს, პარკინგს, კომერციულ და გამწვანებულ სივრცეებს მოიცავს. რაც მთავარია, ჩვენი საცხოვრებელი სახლები ენერგოეფექტურია და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შენდება. ეს არის “ინნ დეველოპმენტისა” და „საქართველოს ბანკის“ პირველი ერთობლივი პროექტი. სამომავლოდაც მათთან თანამშრომლობას და ამავე მიწაზე ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებას ვგეგმავთ“, - განაცხადა თამარ კანთელაძემ.
„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსის, ერეკლე ვაშაყმაძის განმარტებით, კომპანია პროექტის ფარგლებში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და 100 ადამიანს დაასაქმებს.
„ „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, “ინნ დეველოპმენტთან” ერთად განვახორციელოთ პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა პროექტია. ეს კი ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობისას ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. კომპანია პროექტის ფარგლებში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დასაქმდება 100 ადამიანი. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს სფეროს განვითარებას და ბიზნესის გაძლიერებას“, - განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ.