14-11-2022 15:51:47
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“ უახლოეს მომავალში უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ვერსიას მოამზადებს, რომლის მასობრივი წარმოება მომავალი წლიდან დაიწყება. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ბიზნესში“ ისაუბრა.
„უკვე მოვახდენთ საავანსო ანგარიშსწორებას და დავიწყებთ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო წარმოებას, რაც შეეხება მასობრივ წარმოებას, მომავალი წლიდან დაიწყება“, – აღნიშნა მან.
ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, „დელტა-ვებე“ დააფუძნეს ტექნოლოგიის სპეციალისტებმა, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებზე არიან ორიენტირებულნი. მისი განცხადებით, ქართულ-პოლონური ერთობლივი საწარმო გეგმის მიხედვით ვითარდება.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საწარმოს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.