Accentnews.ge
ფინანსთა მინისტრი: "სახელმწიფო დიდი ჰესების პროექტებთან მიმართებაში ფინანსურ მონაწილეობას არ გამორიცხავს"

ფინანსთა მინისტრი: "სახელმწიფო დიდი ჰესების პროექტებთან მიმართებაში ფინანსურ მონაწილეობას არ გამორიცხავს"

14/11/2022 12:06:36 ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სახელმწიფო დიდი ჰესების პროექტებთან მიმართებაში ფინანსურ მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ „საუბარი ვერ იქნება დიდი ოდენობით ფინანსურ მონაწილეობაზე“. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა.

„ბუნებრივია, საუბარი ვერ იქნება დიდი ოდენობით ფინანსურ მონაწილეობაზე, საუბარი შეიძლება იყოს მინორიტარულ მონაწილეობაზე პროექტთან მიმართებით. თუ ვერ ხდება პროექტის ბოლომდე მიყვანა, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო განიხილავს ასეთ პროექტებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მცირე მასშტაბით და არა იმ მასშტაბით, რაც პროექტის ღირებულება შეიძლება იყოს. საუბარი მაქვს არა კონკრეტულ პროექტზე, არამედ ზოგადად დიდ ჰესებთან მიმართებაში, რომლების აშენებაც შესაძლოა, სახელმწიფოს გარეშე რთული იყოს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

რაც შეეხება „ნენსკრა-ჰესს“, მისი თქმით, საქართველოს მთავრობის და საქართველოს ინტერესია, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება:

"უშუალოდ ამ პროექტთან მიმართებაში ბუნებრივია, დეტალებს ვერ მოგახსენებთ, თუმცა ის, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს აღნიშნული პროექტის განხორციელება, ეს არის ერთ-ერთი მიმართულება კონკრეტულად ამ პროექტთან მიმართებაში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S