
„საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შეძენას უკვე „ნაწილ-ნაწილ“ შეძლებს
14/11/2022 13:20:02 ეკონომიკა, რეკლამა
„საქართველოს ბანკმა“ მომხმარებელს გადახდის ინოვაციური მეთოდი - „ნაწილ-ნაწილი“ შესთავაზა.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ახალი ფუნქციონალი იძლევა შესაძლებლობას, მომხმარებელმა მარტივად შეიძინოს ნივთი ან სერვისი, ღირებულება კი ნაწილ-ნაწილ, რამდენიმე თვის განმავლობაში, პროცენტისა და საკომისიოს გარეშე დაფაროს.
გადახდის აღნიშნული მეთოდით სარგებლობა მომხმარებელს ონლაინ არხების საშუალებით შეუძლია.
„ნაწილ-ნაწილ“ ყოველმხრივ მოქნილი და ჩვენს რეალობას მორგებული სერვისია. ეს არამხოლოდ გადახდის ახალი მეთოდია, არამედ ტექნოლოგიურად იდეალურად მოწყობილ პროცესს წარმოადგენს, რომელიც სწრაფად და მარტივად გაძლევს შესაძლებლობას, შენთვის სასურველი ნივთი შეიძინო, დამატებითი დანახარჯის გარეშე და სახლიდან გაუსვლელად“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ფიზიკური პირების საკრედიტო პროდუქტების სრულყოფილების Tribe-ის ლიდერმა, თამარ ბეღელურმა.
„საქართველოს ბანკის“ ცნობით, „ნაწილ-ნაწილ“ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მის მობილბანკში ნახოს ჯამში რა თანხის გადანაწილება შეუძლია, როგორც ერთი, ასევე, რამდენიმე ნივთის შესაძენად თუ მომსახურების მისაღებად. ბანკის ცნობით, ღირებულება არც ერთი თეთრით არ ძვირდება. თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად უანგარიშდება ჯამური თანხა და მისი ნახვა საქართველოს ბანკის ციფრულ არხებშია შესაძლებელი. რაც შეეხება ბიზნესებს, რომლებიც ამ სერვისს მომხმარებლებს შესთავაზებენ, ისინი შეძლებენ მარტივად ნახონ მზა ანალიტიკა, თუ რა პროდუქცია, რა რაოდენობით გაიყიდა.