Accentnews.ge
ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას „ინტერ რაო“–სგან „თელასის“ შეძენა სურს

ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას „ინტერ რაო“–სგან „თელასის“ შეძენა სურს

14/11/2022 19:40:58 ეკონომიკა

CBS Group–ს დამფუძნებელ ქართველ ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანია „ინტერ რაო“–სგან ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია „თელასის“ შეძენა სურს. ამის შესახებ მან Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, "ინტერ რაო" "თელასის" 75%–იან წილს ფლობს, ხოლო CBS Group – 25%-იანს.

„თელასის“ 25% წილის შეძენით, ჩვენი ჯგუფი სრულად შევიდა კომპანიაში და მის ყოველდღიურობაში ვმონაწილეობთ, ამ მხრივ ყოველმხრივი კომფორტია პარტნიორებს შორის, მაგრამ არ მინდა დავმალო ორი თემა, რაც კავშირშია „თელასის“ წილის ყიდვასთან. ვფიქრობ, პირველი მაინც ის არის, რომ ვეცდები აუცილებლად დავასრულო "თელასის" თემა", – განაცხადა მაქაცარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, „თელასსაც” ყიდულობთ რუსებისგან?", ბიზნესმენმა შემდეგი განაცხადა:

"ვადასტურებ განზრახვას და ვფიქრობ, დროის ამბავია „თელასი“, „თბილისი ენერჯის“ და „ბილაინის“ მსგავსად შეიძლება, რომ ქართული კომპანია გახდეს. დღეს შემიძლია მხოლოდ დავადასტურო განზრახვა და ის, რომ პროცესი აუცილებლად იმ შედეგით დასრულდება, რაც გითხარით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S