Accentnews.ge
ლარი რეკორდულად გაუფასურებას განაგრძობს

ლარი რეკორდულად გაუფასურებას განაგრძობს

21/05/2019 13:05:11 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7676 ლარი ეღირება, ხოლო ევრო – 3.0848.

დღეს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ეროვბული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 2.7470 ლარი იყო, ევროსი – 3.0643.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები 22 მაისიდან შევა ძალაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ლარის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებით ხსნის. 

„რასაკვირველია, საგარეო ფაქტორებია... რყევების ერთ-ერთი განმაპირობებელი, დარწმუნებული ვარ, თურქეთის ფაქტორიცააა. ზუსტად ამიტომ ჩვენ უკვე 1 წელზე მეტია ვსაუბრობთ დედოლარიზაციაზე, ვსაუბრობთ, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე, ნაკლებად იყოს ჩვენი მოსახლეობა დამოკიდებული დოლარზე; მათ შორის პარლამენტშიც იყო ცხარე დებატები, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ რეგულაციები და შეზღუდვები დავაწესეთ მაგალითად, იპოთეკურ სესხებზე, ეს ემსახურება იმას, რომ სწორედ აი, ამ ტიპის რყევები, რომელილც ყველგან ხდება, მით უმეტეს პატარა და განვითარებად ქვეყნებშ, ამ რყევების მიმართ რომ იმუნიტეტი გვქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას, დარწმუნებული ვარ, რომ ინფლაცია ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს დაგეგმილი“, - განაცხადა მინისტრმა მედიასთან. 

გადასახადის გადამხდელთა კავშირში აცხადებენ, რომ „ლარის კურსის რყევა სახელმწიფო შესყიდვებში რისკებს ქმნის“. კერძოდ, ლარის კურსის რყევამ რისკები წარმოშვა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის, რომლებსაც ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ ლარში, ხოლო პროდუქციის იმპორტს უცხოურ ვალუტაში ახორციელებენ. 

„ჩვენი დაკვირვებით, მსგავს სიტუაციაში კომპანიები ზოგჯერ თავს იკავებენ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისგან, ვიდრე კურსი არ დასტაბილურდება. ეს ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფო შესყიდვებზე და ამცირებს კონკურენციას. მოვუწოდებთ სახელმწიფო შემსყიდველებს გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოება და არ გამოიჩინონ ხისტი დამოკიდებულება მიმწოდებლების მიმართ. საჭიროების შემთხვევაში, განიხილონ ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, რის უფლებასაც მათ არსებული კანონმდებლობა აძლევს. კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა შესაძლებელია ხელშეკრულების ღირებულების 10%-მდე ოდენობით“, - აცხადებენ გადასახადის გადამხდელთა კავშირში. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S