Accentnews.ge
რუსლან აბაშიძე გერმანიის ელჩს შეხვდა

რუსლან აბაშიძე გერმანიის ელჩს შეხვდა

21/10/2019 15:36:32 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, რეკლამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.


მთავრობის თავმჯდომარემ გერმანელ დიპლომატს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


ააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე, მათ შორის, მძიმე სოციალ-ეკონომიკურ ვითარებასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.


ასევე, საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შესაძლო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.


შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ლევან გერაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S