Accentnews.ge
შოლცი: "რუსეთის მიერ ნაკარნახებ მშვიდობას არავინ მიიღებს"

შოლცი: "რუსეთის მიერ ნაკარნახებ მშვიდობას არავინ მიიღებს"

15/11/2022 17:19:55 ევროპა

უკრაინა რუსეთის მიერ ნაკარნახებ პირობებს არ მიიღებს. ამის შესახებ დღეს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

"უკრაინა არ მიიღებს რუსეთის მიერ ნაკარნახებ მშვიდობას. ამას ვამბობთ დღეს ჩვენც, დანარჩენი მსოფლიო თანამეგობრობაც და ესაა მთავარი", - აღნიშნა შოლცმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რუსეთის მოთხოვნის კომენტირებისას.

მისივე თქმით, "ახლა მნიშვნელოვანია, რუსეთმა შეწყვიტოს თავისი დამპყრობლური ომი და გაიყვანოს ჯარი".

"სწორედ ესაა ამოსავალი წერტილი მოლაპარაკებების დასაწყებად იმ მშვიდობაზე, რომელსაც რუსეთი ვერავის უკარნახებს" - დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S